ჩემი პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე
ეკა სურმანიძის ბლოგი
воскресенье, 9 июня 2019 г.
მეცხრე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეცხრე დღე იყო ძალიან დატვირთული. შევქმენით გამოკითხვის ფორმა Google Forms-ის დახმარებით ჩვენი პროექტისათვის და ჩავაშენეთ ბლოგზე . განვიხილეთ მეშვიდე მოდული- ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, ვისწავლეთ, თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად. მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას, გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს, ავტვირთეთ Drive -ზე და განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე.
ჩემთვის intel-ის ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული. დაწვრილებით შევისწავლე პროექტზე მუშაობის წარმართვის დეტალები ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, გავეცანი თანამედროვე მიდგომებს სასწავლო პროექტებზე, გავაცნობიერე ბლოგზე მუშაობის ყველა ნიუანსი. დავგეგმე პროექტი, ტრენინგში მონაწილეობამ გამიზარდა ახალი იდეებისა და ინოვაციების განხორციელების მოტივაცია. აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას პროექტებით სწავლების პროცესში. ჩემი პროექტის პრეზენტაციაზე მოვიწვევ პედაგოგებს და გავუზიარებ მათ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას. შევეცდები ისინი დავარწმუნო სიახლეების აუცილებლობაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის მიზნით.
суббота, 8 июня 2019 г.
მერვე დღის რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გახსენებით. ინტერნეტში მოვძებნეთ შეფასების რუბრიკები http://tpdc.ge/essentials/rubrics/ ბმულის გამოყენებით, გადმოვიწერეთ შეფასების რუბრიკები, რომელიც ჩავსვით ჩვენს პორტფოლიოში და მოვარგეთ საკუთარ პროექტს.
ტრენერი გვესაუბრა „სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი“-ის შესახებ. განვიხილეთ მოდული 6 - დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. ვიმუშავეთ მოსწავლეთა შორის განსხვავების გამოვლენაზე, როგორ ჩავრთოთ ყველა მოსწავლე მუშაობაში. Viewer-ში, რესურსებს ფოლდერში დავათვალიერეთ „დიფერენციაცია“, შევარჩიეთ რეკომენდაციები და შევიტანეთ პროექტის გეგმაში. ასევე მივიღეთ პრაქტიკული რჩევები ტრენერისგან, რომელიც გამოგვადგება სასწავლო პროცესში.
воскресенье, 2 июня 2019 г.
მეშვიდე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ წინა დღის აქტივობების გახსენებით. დავათვალიერეთ ინტელის სახელმძღვანელოში Viewer-ში მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გადავწყვიტე ჩემი პროექტისთვის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შემექმნა პრეზენტაციის სახით. მოვამზადე პრეზენტაცია, რომელიც გადავიტანე საქაღალდეში მოსწავლის ნაშრომში. გავეცანით შეფასების რუბრიკის სახეებს.რომ შეფასების სქემა უნდა იყოს ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი, კონკრეტული. განვიხილეთ თითოეული მათგანი დეტალურად. ტრენერმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია ,,სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი". ერთმანეთს გაუზიარეთ დიფერენცირებული სწავლების მაგალითები პირადი პრაქტიკიდან.
მეექვსე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღე დავიწყეთ წინა დღის აქტივობების გახსენებით. კიდევ ერთხელ
გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს და ვუპასუხეთ შეკითხვას რომელი უნარების განვითარებას უზრუნველყოფს სასწავლო პროექტი. ვიმუშავეთ ინტერნეტ რესურსების მოძიებაზე. გავეცანით უკუკავშირის მიცემის რჩევებსა და მეთოდებზე. ტრენერი გვესაუბრა უკუკავშირის სახეებზე. გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს. კომენტარი უნდა იყოს კონკრეტული დადი არა ზოგა გაუზიარე მაგალითი, როცა ეს შესაძლებელია. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რომ უკუკავშირის დროს ყურადღება გავამახვილოთ, ისეთ ელემენტებზე, რომელთა შეცვლაც მიმღებს შეუძლია და რომლებიც შეესაბამება სასურველ შედეგს.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და შევავსეთ ტესტი. გავეცანით საძიებო საიტებს
Подписаться на:
Сообщения (Atom)