ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გახსენებით. ინტერნეტში მოვძებნეთ შეფასების რუბრიკები http://tpdc.ge/essentials/rubrics/ ბმულის გამოყენებით, გადმოვიწერეთ შეფასების რუბრიკები, რომელიც ჩავსვით ჩვენს პორტფოლიოში და მოვარგეთ საკუთარ პროექტს.
ტრენერი გვესაუბრა „სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი“-ის შესახებ. განვიხილეთ მოდული 6 - დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. ვიმუშავეთ მოსწავლეთა შორის განსხვავების გამოვლენაზე, როგორ ჩავრთოთ ყველა მოსწავლე მუშაობაში. Viewer-ში, რესურსებს ფოლდერში დავათვალიერეთ „დიფერენციაცია“, შევარჩიეთ რეკომენდაციები და შევიტანეთ პროექტის გეგმაში. ასევე მივიღეთ პრაქტიკული რჩევები ტრენერისგან, რომელიც გამოგვადგება სასწავლო პროცესში.
Комментариев нет:
Отправить комментарий