ტრენინგის მეცხრე დღე იყო ძალიან დატვირთული. შევქმენით გამოკითხვის ფორმა Google Forms-ის დახმარებით ჩვენი პროექტისათვის და ჩავაშენეთ ბლოგზე . განვიხილეთ მეშვიდე მოდული- ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, ვისწავლეთ, თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად. მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას, გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს, ავტვირთეთ Drive -ზე და განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე.
ჩემთვის intel-ის ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული. დაწვრილებით შევისწავლე პროექტზე მუშაობის წარმართვის დეტალები ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, გავეცანი თანამედროვე მიდგომებს სასწავლო პროექტებზე, გავაცნობიერე ბლოგზე მუშაობის ყველა ნიუანსი. დავგეგმე პროექტი, ტრენინგში მონაწილეობამ გამიზარდა ახალი იდეებისა და ინოვაციების განხორციელების მოტივაცია. აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას პროექტებით სწავლების პროცესში. ჩემი პროექტის პრეზენტაციაზე მოვიწვევ პედაგოგებს და გავუზიარებ მათ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას. შევეცდები ისინი დავარწმუნო სიახლეების აუცილებლობაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის მიზნით.
Комментариев нет:
Отправить комментарий