ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ წინა დღის აქტივობების გახსენებით. დავათვალიერეთ ინტელის სახელმძღვანელოში Viewer-ში მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გადავწყვიტე ჩემი პროექტისთვის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შემექმნა პრეზენტაციის სახით. მოვამზადე პრეზენტაცია, რომელიც გადავიტანე საქაღალდეში მოსწავლის ნაშრომში. გავეცანით შეფასების რუბრიკის სახეებს.რომ შეფასების სქემა უნდა იყოს ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი, კონკრეტული. განვიხილეთ თითოეული მათგანი დეტალურად. ტრენერმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია ,,სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი". ერთმანეთს გაუზიარეთ დიფერენცირებული სწავლების მაგალითები პირადი პრაქტიკიდან.
Комментариев нет:
Отправить комментарий