понедельник, 27 мая 2019 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მეხუთე დღეც ძალიან საინტერესო იყო. ტრენერმა  გაგვაცნო  მნიშვნელოვანი საიტები და აპლიკაციები, რომელიც  დაგვეხმარება დავგეგმოთ გაკვეთილი თანამედროვე მიდგომებით   მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. ვიმუშავეთ Viewer-ში მოდული 2-ზე , შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვაზე. გავეცანით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების სტრატეგიებს. შემდეგ ვიმუშავეთ პროქტის გეგმის შაბლონში, ჩავწერეთ პროექტის  შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები.  ჩვენი პროექტისათვის შედგენილი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, გამოვაქვეყნეთ საკუთარ ბლოგზე, რომელსაც კურსის მონაწილეები გაუკეთებენ კომენტარებს.

воскресенье, 26 мая 2019 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა

რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს მტერმა?


თემატური კითხვები


·         რატომ გვექმნება ჯანმრთელობის პრობლემები?

·         რა  ვიცით ინფექციური დაავადებების შესახებ?


შინაარსობრივი კითხვები


·         როგორ ვრცელდება ინფექციური დაავადება?

·         რა არის მიკრობი?

·         რომელი ორგანიზმები მიეკუთვნებიან  მიკრობებს?


суббота, 25 мая 2019 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

   მისალმების შემდეგ, ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მეოთხე დღის მიზნები. შემდეგ დავიწყეთ  პროექტის გეგმის შევსება, ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალიდან შევარჩიეთ პროექტის მიზნები და სტანდარტები, ტრენერის დახმარებით მიზნებში გავითვალისწინეთ 21-ე საუკუნის მახასიათებლები. ინტელის სახელმძღვანელოდან Vaiwer- დან ჩვენს პორტფოლიოში პროექტის დამხმარე რესურსებში გადმოვიტანეთ 21-ე საუკუნის სიტყვების და განახლებული  ბლუმის ტაქსონომიის ფაილები. ვიმუშავეთ წყვილებში მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენაზე. ტრენერის მითითებით , გამოვიყენეთ დოკუმენტი  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა, რომელიც განთავსებული იყო რესურსების ჩანართის ჯგუფში მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ბოლოს  ბლოგზე  დავწერეთ  რეფლექსია და კურსის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუკეთეთ კომენტარები.

воскресенье, 19 мая 2019 г.

მესამე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მე-3 დღე პრაქტიკულად დატვირთული და საინტერესო იყო, , მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი გაითიშა. ტრენერმა გაგვიზიარა თავისი ინტერნეტი, ვიმუშავეთ ჯგუფებში, დავრეგისტრირდით padlet.com საიტზე, შევქმენით საზიარო დაფა, რომელსაც გამოვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში გონებრივი იერიშის დროს. ასევე ვიმუშავეთ  დრაივში Google Forms-ის დახმარებით გამოკითხვის მომზადებაზე. რომელიც დამეხმარება ძალიან ადვილად  ჩავატარო გამოკითხვა მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან ნებისმიერ თემაზე.
     დავიწყეთ მოდული 2-ის განხილვა. განვიხილეთ  ბლუმის  ტაქსონომია, გავეცანით ზმნებს, რომლის დახმარებით შეიძლება კითხვების მომზადება. განვიხილეთ რა დანიშნულება აქვს ზოგად, თემატური და შინაარსობრივ კითხვებს . წავიკითხეთ და გავაანალიზეთ მიმართულების მომცემი საკვანძო სიტყვების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია.

суббота, 18 мая 2019 г.

მეორე დღის რეფლექსია

   ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ საპროექტო იდეების გაცნობით. შემდეგ მონაწილეებმა შევქმენით საკუთარი ბლოგები, ჩვენს ბლოგზე ავტვირთეთ პირველი დღის რეფლექსია. შემდეგ ბლოგის მისამართები გადაუგზავნეთ ტრენერს. ასევე ვიმუშავეთ ინტელის სახელმძღვანელოში Viewer-ში. სახელმძღვანელოდან ჩვენს პორტფოლიოში გადმოვიტანეთ ბუკლეტის შაბლონები. შაბლონებიდან ავირჩიეთ ერთი და დავიწყეთ ბუკლეტის მომზადება. ტრენერმა გაგვაცნო ბუკლეტში სურათის ჩასმის ინსტუქცია, ინტერნეტიდან ჩამოვტვირთეთ სასურველი სურათი და მისი ლინკი , რომელიც ჩავსვით საავტორო უფლებების საქაღალდეში. დასასრულს ბლოგზე ავტვირთეთ ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია.

პირველი დღის რეფლექსია


   ტრენინგის დასაწყისში ტრენერი გაგვეცნო და საკუთარი თავიც წარვუდგინეთ კურსის მონაწილეებს, შემდეგ გავეცანით პროექტის გეგმას, განვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები. ტრენერმა გავაცნო ინტელის სახელმძღვანელო Viewer , ასევე სახელმძღვანელოში მუშაობის ინსტრუქციები. გავეცანით სხვა მასწავლებლების პროექტებს, შევქმენით  საკუთარი პორტფოლიო მოდულის მასალების შესანახად, სადაც განვათავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები . ტრენერთან ერთად  აღვნიშნეთ  , რომ პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვნად ზრდის სწავლის შედეგებს, როგორ დაეხმარება პროექტები  მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში,   ბოლოს ტრენერმა მოგვცა დავალება: მოვიფიქროთ ერთი პროექტის იდეა , რომელსაც შემდეგ განვახორციელებთ