ტრენინგის დასაწყისში
ტრენერი გაგვეცნო და საკუთარი
თავიც წარვუდგინეთ
კურსის მონაწილეებს, შემდეგ გავეცანით პროექტის გეგმას, განვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები. ტრენერმა გავაცნო ინტელის სახელმძღვანელო Viewer , ასევე სახელმძღვანელოში მუშაობის ინსტრუქციები. გავეცანით სხვა მასწავლებლების პროექტებს, შევქმენით საკუთარი პორტფოლიო მოდულის მასალების შესანახად, სადაც განვათავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები . ტრენერთან ერთად აღვნიშნეთ , რომ პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვნად ზრდის სწავლის შედეგებს, როგორ დაეხმარება პროექტები მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში, ბოლოს ტრენერმა მოგვცა დავალება: მოვიფიქროთ ერთი პროექტის იდეა , რომელსაც შემდეგ განვახორციელებთ
Комментариев нет:
Отправить комментарий