понедельник, 27 мая 2019 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მეხუთე დღეც ძალიან საინტერესო იყო. ტრენერმა  გაგვაცნო  მნიშვნელოვანი საიტები და აპლიკაციები, რომელიც  დაგვეხმარება დავგეგმოთ გაკვეთილი თანამედროვე მიდგომებით   მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. ვიმუშავეთ Viewer-ში მოდული 2-ზე , შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვაზე. გავეცანით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების სტრატეგიებს. შემდეგ ვიმუშავეთ პროქტის გეგმის შაბლონში, ჩავწერეთ პროექტის  შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები.  ჩვენი პროექტისათვის შედგენილი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, გამოვაქვეყნეთ საკუთარ ბლოგზე, რომელსაც კურსის მონაწილეები გაუკეთებენ კომენტარებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий