воскресенье, 19 мая 2019 г.

მესამე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მე-3 დღე პრაქტიკულად დატვირთული და საინტერესო იყო, , მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი გაითიშა. ტრენერმა გაგვიზიარა თავისი ინტერნეტი, ვიმუშავეთ ჯგუფებში, დავრეგისტრირდით padlet.com საიტზე, შევქმენით საზიარო დაფა, რომელსაც გამოვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში გონებრივი იერიშის დროს. ასევე ვიმუშავეთ  დრაივში Google Forms-ის დახმარებით გამოკითხვის მომზადებაზე. რომელიც დამეხმარება ძალიან ადვილად  ჩავატარო გამოკითხვა მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან ნებისმიერ თემაზე.
     დავიწყეთ მოდული 2-ის განხილვა. განვიხილეთ  ბლუმის  ტაქსონომია, გავეცანით ზმნებს, რომლის დახმარებით შეიძლება კითხვების მომზადება. განვიხილეთ რა დანიშნულება აქვს ზოგად, თემატური და შინაარსობრივ კითხვებს . წავიკითხეთ და გავაანალიზეთ მიმართულების მომცემი საკვანძო სიტყვების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია.

4 комментария:

  1. კარგად ჩამოყალიბებული რეფლექსიაა, დაწვრილებით და გამართულად არის მოყვანილი გაწეული სამუშაო

    ОтветитьУдалить
  2. როგორც ყოველთვის,ყველაფერი გასაგებად და მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული.წარმატებები

    ОтветитьУдалить
  3. სრულყოფილია . გისურვებ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить