მისალმების შემდეგ, ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მეოთხე დღის მიზნები. შემდეგ დავიწყეთ პროექტის გეგმის შევსება, ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალიდან შევარჩიეთ პროექტის მიზნები და სტანდარტები, ტრენერის დახმარებით მიზნებში გავითვალისწინეთ 21-ე საუკუნის მახასიათებლები. ინტელის სახელმძღვანელოდან Vaiwer- დან ჩვენს პორტფოლიოში პროექტის დამხმარე რესურსებში გადმოვიტანეთ 21-ე საუკუნის სიტყვების და განახლებული ბლუმის ტაქსონომიის ფაილები. ვიმუშავეთ წყვილებში მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენაზე. ტრენერის მითითებით , გამოვიყენეთ დოკუმენტი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა, რომელიც განთავსებული იყო რესურსების ჩანართის ჯგუფში მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ბოლოს ბლოგზე დავწერეთ რეფლექსია და კურსის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუკეთეთ კომენტარები.
Комментариев нет:
Отправить комментарий