воскресенье, 9 июня 2019 г.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტის პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე

მეცხრე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მეცხრე დღე იყო ძალიან დატვირთული. შევქმენით გამოკითხვის ფორმა Google Forms-ის დახმარებით ჩვენი პროექტისათვის და ჩავაშენეთ ბლოგზე . განვიხილეთ მეშვიდე მოდული- ფასილიტაცია ტექნოლოგიებით, ვისწავლეთ, თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების პროცესში და როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად. მოდიფიცირება გავუკეთეთ სასწავლო პროექტის გეგმას, გადავხედეთ  ჩვენს პორტფოლიოს, ავტვირთეთ  Drive -ზე და  განვათავსეთ  ჩვენს ბლოგზე. 
   ჩემთვის intel-ის ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული. დაწვრილებით შევისწავლე პროექტზე მუშაობის წარმართვის დეტალები ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, გავეცანი თანამედროვე მიდგომებს სასწავლო პროექტებზე, გავაცნობიერე ბლოგზე მუშაობის ყველა ნიუანსი. დავგეგმე პროექტი, ტრენინგში მონაწილეობამ გამიზარდა ახალი იდეებისა და ინოვაციების განხორციელების მოტივაცია. აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე მიღებულ  ცოდნას პროექტებით სწავლების პროცესში. ჩემი პროექტის პრეზენტაციაზე მოვიწვევ  პედაგოგებს და გავუზიარებ მათ ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკას. შევეცდები ისინი დავარწმუნო სიახლეების აუცილებლობაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვის მიზნით.

გამოკითხვის ფორმა


суббота, 8 июня 2019 г.

მერვე დღის რეფლექსია


ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის გახსენებით. ინტერნეტში მოვძებნეთ შეფასების რუბრიკები http://tpdc.ge/essentials/rubrics/ ბმულის გამოყენებით,  გადმოვიწერეთ   შეფასების რუბრიკები, რომელიც ჩავსვით ჩვენს პორტფოლიოში და მოვარგეთ საკუთარ პროექტს.
 ტრენერი გვესაუბრა „სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი“-ის შესახებ. განვიხილეთ მოდული 6 -  დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისათვის. ვიმუშავეთ მოსწავლეთა შორის განსხვავების გამოვლენაზე, როგორ ჩავრთოთ ყველა მოსწავლე მუშაობაში. Viewer-ში,  რესურსებს ფოლდერში დავათვალიერეთ „დიფერენციაცია“, შევარჩიეთ რეკომენდაციები და შევიტანეთ პროექტის გეგმაში.  ასევე მივიღეთ პრაქტიკული რჩევები ტრენერისგან, რომელიც გამოგვადგება სასწავლო პროცესში.

გამოკითხვა პროექტის შესახებ


Сделано на Padlet

воскресенье, 2 июня 2019 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მეშვიდე დღე დავიწყეთ წინა დღის აქტივობების გახსენებით.   დავათვალიერეთ ინტელის სახელმძღვანელოში Viewer-ში მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. გადავწყვიტე ჩემი პროექტისთვის მოსწავლის სავარაუდო  ნაშრომი შემექმნა პრეზენტაციის სახით. მოვამზადე პრეზენტაცია, რომელიც  გადავიტანე   საქაღალდეში მოსწავლის ნაშრომში.  გავეცანით შეფასების რუბრიკის სახეებს.რომ შეფასების სქემა  უნდა იყოს ანალიტიკური, ჰოლისტური, ზოგადი, კონკრეტული. განვიხილეთ თითოეული მათგანი დეტალურად. ტრენერმა წარმოგვიდგინა პრეზენტაცია ,,სწავლის სტილი და მრავალმხრივი ინტელექტი". ერთმანეთს გაუზიარეთ დიფერენცირებული სწავლების მაგალითები პირადი პრაქტიკიდან.

მეექვსე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მეექვსე  დღე დავიწყეთ წინა  დღის აქტივობების გახსენებით. კიდევ ერთხელ
გავეცანით 21-ე საუკუნის უნარებს და ვუპასუხეთ შეკითხვას რომელი უნარების განვითარებას უზრუნველყოფს სასწავლო პროექტი. ვიმუშავეთ ინტერნეტ რესურსების მოძიებაზე. გავეცანით უკუკავშირის მიცემის რჩევებსა და მეთოდებზე. ტრენერი  გვესაუბრა უკუკავშირის სახეებზე. გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგად წესებს. კომენტარი უნდა იყოს კონკრეტული დადი არა ზოგა გაუზიარე მაგალითი, როცა ეს შესაძლებელია. კიდევ ერთხელ გავიხსენეთ, რომ უკუკავშირის დროს ყურადღება გავამახვილოთ, ისეთ ელემენტებზე, რომელთა შეცვლაც მიმღებს შეუძლია და რომლებიც შეესაბამება სასურველ შედეგს.
ვისაუბრეთ საავტორო უფლებებზე და შევავსეთ ტესტი. გავეცანით საძიებო საიტებს

понедельник, 27 мая 2019 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მეხუთე დღეც ძალიან საინტერესო იყო. ტრენერმა  გაგვაცნო  მნიშვნელოვანი საიტები და აპლიკაციები, რომელიც  დაგვეხმარება დავგეგმოთ გაკვეთილი თანამედროვე მიდგომებით   მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. ვიმუშავეთ Viewer-ში მოდული 2-ზე , შეფასების სხვადასხვა მეთოდების განხილვაზე. გავეცანით მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმების სტრატეგიებს. შემდეგ ვიმუშავეთ პროქტის გეგმის შაბლონში, ჩავწერეთ პროექტის  შეფასების მეთოდები და შეფასების ინსტრუმენტები.  ჩვენი პროექტისათვის შედგენილი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, გამოვაქვეყნეთ საკუთარ ბლოგზე, რომელსაც კურსის მონაწილეები გაუკეთებენ კომენტარებს.

воскресенье, 26 мая 2019 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები


მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა

რა ზიანი შეიძლება მოგვაყენოს მტერმა?


თემატური კითხვები


·         რატომ გვექმნება ჯანმრთელობის პრობლემები?

·         რა  ვიცით ინფექციური დაავადებების შესახებ?


შინაარსობრივი კითხვები


·         როგორ ვრცელდება ინფექციური დაავადება?

·         რა არის მიკრობი?

·         რომელი ორგანიზმები მიეკუთვნებიან  მიკრობებს?


суббота, 25 мая 2019 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

   მისალმების შემდეგ, ტრენერმა გაგვაცნო ტრენინგის მეოთხე დღის მიზნები. შემდეგ დავიწყეთ  პროექტის გეგმის შევსება, ეროვნული სასწავლო გეგმის პორტალიდან შევარჩიეთ პროექტის მიზნები და სტანდარტები, ტრენერის დახმარებით მიზნებში გავითვალისწინეთ 21-ე საუკუნის მახასიათებლები. ინტელის სახელმძღვანელოდან Vaiwer- დან ჩვენს პორტფოლიოში პროექტის დამხმარე რესურსებში გადმოვიტანეთ 21-ე საუკუნის სიტყვების და განახლებული  ბლუმის ტაქსონომიის ფაილები. ვიმუშავეთ წყვილებში მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენაზე. ტრენერის მითითებით , გამოვიყენეთ დოკუმენტი  მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა, რომელიც განთავსებული იყო რესურსების ჩანართის ჯგუფში მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ბოლოს  ბლოგზე  დავწერეთ  რეფლექსია და კურსის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუკეთეთ კომენტარები.

воскресенье, 19 мая 2019 г.

მესამე დღის რეფლექსია

  ტრენინგის მე-3 დღე პრაქტიკულად დატვირთული და საინტერესო იყო, , მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტი გაითიშა. ტრენერმა გაგვიზიარა თავისი ინტერნეტი, ვიმუშავეთ ჯგუფებში, დავრეგისტრირდით padlet.com საიტზე, შევქმენით საზიარო დაფა, რომელსაც გამოვიყენებთ საგაკვეთილო პროცესში გონებრივი იერიშის დროს. ასევე ვიმუშავეთ  დრაივში Google Forms-ის დახმარებით გამოკითხვის მომზადებაზე. რომელიც დამეხმარება ძალიან ადვილად  ჩავატარო გამოკითხვა მოსწავლეებთან, მშობლებთან, პედაგოგებთან ნებისმიერ თემაზე.
     დავიწყეთ მოდული 2-ის განხილვა. განვიხილეთ  ბლუმის  ტაქსონომია, გავეცანით ზმნებს, რომლის დახმარებით შეიძლება კითხვების მომზადება. განვიხილეთ რა დანიშნულება აქვს ზოგად, თემატური და შინაარსობრივ კითხვებს . წავიკითხეთ და გავაანალიზეთ მიმართულების მომცემი საკვანძო სიტყვების შესახებ მომზადებული პრეზენტაცია.

суббота, 18 мая 2019 г.

მეორე დღის რეფლექსია

   ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ საპროექტო იდეების გაცნობით. შემდეგ მონაწილეებმა შევქმენით საკუთარი ბლოგები, ჩვენს ბლოგზე ავტვირთეთ პირველი დღის რეფლექსია. შემდეგ ბლოგის მისამართები გადაუგზავნეთ ტრენერს. ასევე ვიმუშავეთ ინტელის სახელმძღვანელოში Viewer-ში. სახელმძღვანელოდან ჩვენს პორტფოლიოში გადმოვიტანეთ ბუკლეტის შაბლონები. შაბლონებიდან ავირჩიეთ ერთი და დავიწყეთ ბუკლეტის მომზადება. ტრენერმა გაგვაცნო ბუკლეტში სურათის ჩასმის ინსტუქცია, ინტერნეტიდან ჩამოვტვირთეთ სასურველი სურათი და მისი ლინკი , რომელიც ჩავსვით საავტორო უფლებების საქაღალდეში. დასასრულს ბლოგზე ავტვირთეთ ტრენინგის მეორე დღის რეფლექსია.

პირველი დღის რეფლექსია


   ტრენინგის დასაწყისში ტრენერი გაგვეცნო და საკუთარი თავიც წარვუდგინეთ კურსის მონაწილეებს, შემდეგ გავეცანით პროექტის გეგმას, განვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები. ტრენერმა გავაცნო ინტელის სახელმძღვანელო Viewer , ასევე სახელმძღვანელოში მუშაობის ინსტრუქციები. გავეცანით სხვა მასწავლებლების პროექტებს, შევქმენით  საკუთარი პორტფოლიო მოდულის მასალების შესანახად, სადაც განვათავსეთ პროექტის გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები . ტრენერთან ერთად  აღვნიშნეთ  , რომ პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვნად ზრდის სწავლის შედეგებს, როგორ დაეხმარება პროექტები  მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში,   ბოლოს ტრენერმა მოგვცა დავალება: მოვიფიქროთ ერთი პროექტის იდეა , რომელსაც შემდეგ განვახორციელებთ